შაორისა და ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკებში გრძელდება ყოველკვირეული შეხვედრები ადიქციის, ფსიქო-სოციალურ და სულიერ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელშეწყობით ხორციელდება და სასულიერო პირები და ფსიქოლოგები წარმართავენ.
აღნიშნულ ღონისძიებებს ყოველ ჯერზე ასობით სტუდენტი ესწრება და ამ დროისთვის მათი რიცხვი 5000-ზე მეტს აღწევს.
შეხვედრაზე, რომელიც გუშინ, 6 აგვისტოს ანაკლიის ბანაკში შედგა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა დავით ტატანაშვილმა და ფსიქოლოგმა ზაზა კალანდარიშვილმა გამართეს ერთობლივი ლექცია ნარკო, ალკო, თამბაქო და გაჯეტ დამოკიდებულების, ამ პრობლემებზე ცნობიერების ამაღლებისა და პრევენციის შესახებ.
ფოტო: ნინო სოზაშვილი
