2021 წლის 26 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სიკეთის ქმნის მოწოდების საფუძველზე, ქ. ჭიათურის მე-5 საჯარო სკოლის ხელმძღვანელის, ქალბატონი ირინა პაპიძის, პედაგოგებისა და მოსწავლეთა ერთობლიობით შეგროვდა პროდუქტი, სამოსი და სათამაშოები. შეგროვებული ნობათი კი ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიაში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცათ.
— წყარო: ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია / facebook.com/sap.uwyebaNews
