31 Μαρτίου, 2021

არგენტინაში გაიმართა სამხრეთ ამერიკაში მოსკოვისა და სერბეთის საპატრიარქოების მღვდელმთავართა შეხვედრა

Διαδώστε:

შეხვედრა შედგა მოსკოვის საპატრიარქოს მღვდელმთავრის, არგენტინისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოს ლეონიდეს მიწვევით მოსკოვის საპატრიარქოს არგენტინის საეპარქიო სამმართველოში.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ მოსკოვის საპატრიარქოს რუსეთის საზღვარგარეთული ეკლესიის (ROCOR) მღვდელმთავარი, კარაკასისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი იოანე და სერბეთის საპატრიარქოს მღვდელმთავარი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ცენტრალური ამერიკის ეპისკოპოსი კირილე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა მოსკოვის საპატრიარქოს არგენტინის ეპარქიის მდივანი, დეკანოზი სერგი იურინი.

 

— facebook.com/msofliosaeklesiosiaxleni

Διαδώστε: