14 Ιουλίου, 2023

ახალი საქართველოს უნივერსიტეტი რელიგიის კვლევების ევროპული საუნივერსიტეტო კონგლომერატის RESILIENCE-ის

Διαδώστε:

ახალი საქართველოს უნივერსიტეტი რელიგიის კვლევების ევროპული საუნივერსიტეტო კონგლომერატის RESILIENCE-ის დამკვირვებელი წევრი გახდა. ორგანიზაცია აერთიანებს 16 ევროპულ უნივერსიტეტს და მისი მიზანია რელიგიის კვლევების ინფრასტრუქტურის განვითარება, არქივებს შორის თანამშრომლობა და მკვლევართა მობილობის ხელშეწყობა. საპარტნიორო შეთანხმებას ხელი მოეწერა 13 ივლისს, ბოლონიაში (იტალია). შეთანხმებას ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ორგანიზაციის თავმჯდომარემ პროფ. მელონიმ და პრეზიდენტმა პროფ. ზელდერჰუისმა.

 

ახალი საქართველოს უნივერსიტეტი • New Georgian University

Διαδώστε: