დღეს ახალი სტილით 29 ივნისს საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს.
ამ დღესთან დაკავშირებით ვერიის ეპარქიის მღვდელმთავარი მიტროპოლიტი პანტელეიმონი ყოველწლიურად მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიათა წარმომადგენლობებს მასლინძლობს და აღესრულება ერთობლივი წირვა. წელს საზეიმო საღმრტო ლიტურგიას მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავარი და კრეტის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური მთავარეპისკოპოსი ევგენი წარუძღვა.
ვერიაში წელს საქართველოს საპატრიარქოს წარმოადგენდა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე).