2021 წლის 1 იანვარს მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმიდესობა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი დაესწრო ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს წინადაცვეთის (შესწორებული კალენდრის თანახმად) დღესასწაულზე აღსრულებულ საღმრთო ლიტურგიას
ღვთისმსახურებას ასევე დაესწრნენ მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრები: დერკის მიტროპოლიტი აპოსტოლოსი, ფილადელფიის მიტროპოლიტი მელიტონი, მირონ-ლუკიის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი, კალიუპოლის მიტროპოლიტი სტეფანე, კიდონიის მიტროპოლიტი ათინაგორა.
ტაძარში ღვთისმსახურებაზე ასევე იმყოფებოდა უკრაინის გენერალური კონსული სტამბულში ალექსანდრე გამანი თავის ოჯახთან ერთად.
სპეციალურად ბერძნული ენიდან თარგმნა “მსოფლიო საეკლესიო სიახლენმა”.
