ეკლესიას ამ შემთხვევისთვის განსაზღვრული ასაკი არ აქვს დადგენილი. ეს ბავშვის ხასიათზეა დამოკიდებული. თუ ბავშვს შეუძლია არ ჭამოს ზიარებამდე კარგია, თუ იძაბება და პრობლემები ექმნება, უმჯობესია მივცეთ საკვები (იგულისხმება 6-7 წლამდე ასაკის ბავშვები).
ბავშვებისთვის ეკლესია უმოწყალო ორგანიზაციად არ უნდა გადავაქციოთ. დისციპლინარული წესები მხოლოდ მოზრდილებზე ვრცელდება, ბავშვებისთვის ისინი ზედმეტი ტვირთია.
წყარო: მღვდელი ლევან მექოშვილი
წიგნი „მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთობა“
