24 ივნისს ბუდაპეშტისა და უნგრეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა ბუდაპეშტის წმიდა სამების სამრევლოსთან არსებული ბავშვთა მართლმადიდებლური ბანაკი მოინახულა. მეუფეს შეეგებნენ სამრევლოს წინამძღვარი მღვდელი დიმიტრი კორნილოვი და ბანაკის ხელმძღვანელი ეკატერინე ვარადი, – იტყობინება ეპარქიის ვებგვერდი.
პირველად ამ საზაფხულო ბანაკის ცამეტწლიანი არსებობის განმავლობაში აღსაზრდელთათვის აღსრულებულ საღმრთო ლიტურგიას უძღვებოდა უნგრეთის ეპარქიის მმართველი მღვდელთმთავარი, – ნათქვამია მიტროპოლიტ ილარიონის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში. წირვა ჩატარდა ღია ცის ქვეშ – ტერასაზე.
მიტროპოლიტ ილარიონს თანამსახურებოდნენ წმიდა სამების მღვდელი დიმიტრი კორნილოვი და დიაკონი ვიაჩესლავ ლი. ასევე, პირველად ბანაკის ტერიტორიაზე საღვთო ლიტურგიაზე იგალობა სამღვდელთმთავრო გუნდმა გეორგი სურკოვის ხელმძღვანელობით.
ბავშვთა და მოზარდთა მიმართ თავის სამღვდელთმთავრო სიტყვაში მიტროპოლიტმა ილარიონმა განმარტა იმ დღის წირვაზე წაკითხული სახარების შინაარსი.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საეკლესიო ბანაკის რამდენიმე ბავშვს მღვდელთმთავარი პირადად გაესაუბრა.