07 Νοεμβρίου, 2022

გაიგეთ როგორ ხდება კვიპროსის ეკლესიის მეთაურის არჩევა

Διαδώστε:

კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების 23-ე მუხლის თანახმად, ენციკლიკაში რწმუნებულის მიერ დადგენილ თარიღში კვიპროსის მთელ ტერიტორიაზე იმართება არჩევნები, ფარული საყოველთაო კენჭისყრით, სამეულის არჩევისთვის.

ხმის მიცემის უფლება აქვს თვრამეტი წელზე უფროსი ასაკის ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ კვიპროსში მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში და არიან რეგისტრირებული ამომრჩეველთა სიაში, რომელსაც ამტკიცებს წმინდა სინოდის მიერ შექმნილი სპეციალური კომისია.

საარჩევნო სიაში წარმოდგენილია კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდის ყველა წევრი მღვდელმთავარი და ამომრჩეველი ირჩევს თავის ფავორიტ მღვდელმთავარს.

წარდგენის ვადის ამოწურვიდან ხუთ დღეში მოიწვევა წმიდა სინოდი, რომელიც შეაფასებს მათ საბოლოოდ და შემდეგ გადადის შედეგების დამოწმებასა და სამეულის არჩევაზე.

გამოირჩევა ის სამი მღვდელმთავარი რომელიც ხალხმა ხმათაუმრავლესობით აირჩია და მათი სახელები გადაეცემა წმინდა სინოდს, სინოდის წევრ მღვდელმთავრებს კი მოუწევთ მწყემმთავრის გამორჩევა იმ სამი წარდგენილი მღვდელმთავრებიდან რომელებიც კანდიდატებად ერმა აირჩია.

ამრიგად კვიპროსის ეკლესიის მეთაურის არჩევაში ჩართულია მთელი ეკლესიის სისავსე როგორც ერი ისე ბერი.

wenews.ge

Διαδώστε: