02 Ιανουαρίου, 2019

გარდაიცვალა მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტრის მღვდელმონაზონი ელისე (ჯავახიშვილი)

Διαδώστε:

1 იანვარს გარდაიცვალა მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტრის მღვდელმონაზონი ელისე (ჯავახიშვილი). მისი გარდაცვალების მიზეზი ახლა გავრცელებული გრიპის ვირუსი გახდა, გართულებული პნევმონიის დიაგნოზით წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საპატრიარქოს კლინიკაში მკურნალობდა.

მამა ელისე იყო გამორჩეული სულიერების მქონე ადამიანი, მარტყოფის მონასტრის ყველა სტუმრის და მომლოცველის მანუგეშებელი, დიდია ტკივილი ასეთ ადამინთან განშორებისა.

უფალმა დააწესოს სული მამა ელისესი, სადაცა მართალნი განისვენებენ.
გთხოვთ თქვენს ლოცვებში მოიხსენიოთ ახალშესვენებული მღვდელმონაზონი ელისე.

Διαδώστε: