03 Νοεμβρίου, 2023

გრიგოლ ფერაძე

Διαδώστε:

2023 წლის 25 ოქტომბერს, ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „იცანის“ ორგანიზებით, წარმოდგენილი იყო რეჟისორ გოგა თავაძის მიერ დადგმული წარმოდგენა: „გრიგოლ ფერაძე“, რომელშიც მონაწილეობდნენ მსახიობები: ნინო ანდრიაძე, ნიკოლოზ კვანტალიანი, ზურაბ არუსია და ლევან კაციაშვილი.
დამსწრე სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

Διαδώστε: