20 Ιουνίου, 2025

დასკვნითი ლექცია 300 არაგველის მემორიალთან

Διαδώστε:

2025 წლის 30 მაისს თბილისის სასულიერო სემინარიის I კურსის სტუდენტებმა ორთაჭალაში 300 არაგველის მემორიალი მოინახულეს, სადაც თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საქართველოს ისტორიის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ დასკვნითი ლექცია ჩაატარა თემაზე: „XVIII-XX სს-ს საქართველო“. თემასთან დაკავშირებით მოხსენებები წაიკითხეს სემინარიის I კურსის სტუდენტებმა: ომარ ლებანიძემ, დავით ხარშილაძემ, გიორგი კაპანაძემ, ბუხუტი კაციაშვილმა, ლუკა პეტრიაძემ, ალექსანდრე ღირსიაშვილმა, გიორგი შანავამ, გიორგი წიქარიშვილმა, დავით ხელაძემ და მონაზონმა გაბრიელმა (კოპაძე).

სტუდენტებმა სანთლები დაანთეს სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლთა სულების საოხად.

 

tsas.ge

Διαδώστε: