08 Ιουλίου, 2019

დეკანოზი დავით ისაკაძე – არაერთ ქვეყანაში შეძლეს ჩაეტარებინათ ჭინკების აღლუმი, მაგრამ საქართველოში ვერ შეძლეს და ვერც მომავალში შეძლებენ

Διαδώστε:

 

არაერთ ქვეყანაში შეძლეს ჩაეტარებინათ ჭინკების აღლუმი, მაგრამ ვერ შეძლეს საქართველოში და ვერც მომავალში შეძლებენ ამას, – ასე მიმართა პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მოქალაქეებს დეკანოზმა დავით ისაკაძემ.

სასულიერო პირი მოუწოდებს მოქალაქეებს, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ერთად დადგნენ, ვინაიდან მისი თქმით, ქართველებს რწმენა აერთიანებს.

„არაერთ ქვეყანაში შეძლეს ჩაეტარებინათ ჭინკების აღლუმი, მაგრამ ვერ შეძლეს საქართველოში და ვერც მომავალში შეძლებენ ამას. ქართველებს ერთმანეთთან გვაკავშირებს ჩვენი რწმენა, მართლმადიდებლობა. მინდა, მივმართო ყველა იმ ადამიანს, რომელიც სხვა აზრზეა დამდგარი, ძმებო და დებო, ერთად ვიყოთ. მიუხედავად ჩვენი განსხვავებული აზრებისა, სარწმუნოება გვაქვს ერთი და ამას უნდა გავუფრთხილდეთ”, – განაცხადა მამა დავით ისაკაძემ.

interpressnews.ge

Διαδώστε: