11 Ιουνίου, 2025

დღეს აღინიშნება ცნობილი ქართველი მწერლის, ბატონ ლევან გოთუას, დაბადებიდან 120 წელი.

Διαδώστε:

ვაქვეყნებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 10 წლის წინანდელ წერილს და კიდევ ერთხელ შევთხოვთ უფალს ბ-ნი ლევანის სულის ცხონებას.
* * *
დღეს, როდესაც აღინიშნება ბატონ ლევან გოთუას დაბადებიდან 110 წელი, კიდევ ერთხელ ყველასთვის ნათლად წარმოჩინდება ამ დიდებული პიროვნებისა და მწერლის ღვაწლი.
იგი არის მაგალითი სიმართლისათვის მსახურებისა და ჭირსა შიგან სიმტკიცისა, სამშობლოს ერთგულებისა და მოყვასისათვის მსახურებისა.
ბედნიერია ბატონი ლევანი, რადგან, ამ დიდ ადამიანურ ღირსებებთან ერთად, იგი დიდი შემოქმედებითი ნიჭითაც იყო დაჯილდოებული და თავისი სულის ნაწილი უკვდავ ქმნილებად დაუტოვა შთამომავლობას, მაგრამ მთავარი მაინც მისი პიროვნული ღვაწლია და ჩვენ თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ,,გმირთა ვარამის“ ავტორმა საკუთარი ცხოვრებით თავისი ,,გმირთა ვარამიც“ დაწერა და მაგალითად ექცა შთამომავლობას.
ასეთი ადამიანები არიან მარილნი სოფლისა.
აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ლევანის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა განუსვენოს მას, ხოლო მის ახლობლებს მიანიჭოს მშვიდობა და ქრისტეს გზით დაუბრკოლებელი სვლის უნარი.
ილია II

სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
10 მარტი, 2015 წელი

 

საქართველოს საპატრიარქო ❲ოფიციალური გვერდი❳

 

Διαδώστε: