(ამ ეპარქიის პირველი მღვდელმთავარი იყო მართალი ლაზარე, რომელიც ოთხი დღის გარდაცვლილი უფალმა მკვდრეთით აღადგინა). არსენოის ეპისკოპოსი ნექტარიოსი 2019წ. 28 ივლისს გამოირჩიეს სამღვდელმთავრო არჩევნებში პენსიაში გასულ ღვაწლმოსილი მიტროპოლიტის, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, ხრისოსტომოსის ნაცვლად. იგი, არჩევამდე მსახურობდა პაფოსის მიტროპოლიტის დამხმარედ არსენოის ეპისკოპოსად (პოლის-ხრისოხუს რეგიონი, სადაც მდებარეობს მეათე საუკუნის ღალიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მონასტერი)..ღალიის მონასტრიდან გამომდინარე, მას ჩვენ ეკლესიასთან ჩამოუყალიბდა ძალიან კარგი დამოკიდებულება, საქართველოშიც ქონდა ვიზიტი და მეგობრობს ჩვენი ეკლესიის მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან. ვუსურვებთ მის მაღაყოვალდუსამღვდელოესობას მიტროპოლიტ ნექტარიოსს კეთილად და ღვთივსათნოდ მართოს კიტიუს უძველესი ეპარქია, მრავალჟამიერ მის მეუფებას! აქსიოს!!!
