ამა წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მდებარე გმირთა მემორიალთან აკადემიის კაპელანმა, დეკანოზმა გიორგი გაბლიშვილმა აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სულების საოხად პანაშვიდი გადაიხადა.
დღეს პანაშვიდი თავდაცვის ძალებთან არსებულ ყველა ტაძარსა და სამლოცველოში აღესრულა.
ფოტო: ეროვნული თავდაცვის აკადემია