2022 წლის 14 თებერვალს ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის უნეტარესმა პაპმა და პატრიარქმა თეოდორემ რუსეთის პატრიარქ კირილეს ოფიციალური წერილი (პროტ. ნომ. 38/2022) გაუგზავნა.
წერილში ალექსანდრიის პაპი და პატრიარქი რუსეთის ეკლესიის მეთაურისგან ითხოვს დაუყონებლივ გაიწვიოს რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ ანტიკანონიკურად აფრიკაში დანიშნული ე.წ. ეგზარქოსი მიტროპოლიტი ლეონიდე გორბაჩოვი. აქვე, ალექსანდრიის პრეზვიგენული საპატრიარქოს მეთური რუსეთის პატრიარქს მკაცრად და კატეგორიულად აფრთხილებს, რომ თუ დაუყონებლივ არ იქნება აფრიკიდან გაწვეული რუსი ეგზარქოსი ალექსანდრიის საპატრიარქო მას განკვეთავს და ერისკაცის დონემდე დაიყვანს.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით ალექსანდრიის პატრიარქი თეოდორე რუსეთის ეკლესიის მეთაურთან გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ რუსების არგუმენტები სრულიად არასერიოზულია და კანონიკური საფუძველი არ გააჩნიათ.
