28 Ιανουαρίου, 2022

ინგლისის პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო პატრიარქი დიდ ბრიტანეთში მოიწვია

Διαδώστε:

ინგლისის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოს ნიკიტას წერილი გაუგზავნა, სადაც ქრისტესშობის დღესასწაული და ახალი წელი მიულოცა. მან ასევე ხაზი გაუსვა და მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის სამთავარეპისკოპოსოს (მსოფლიო საპატრიარქო), რომ გაჭირვებულ მოქალაქეებს ეხმარება და უფასო სადილს ურიგებს.

წერილში მან დასძინა, რომ 2022 წელს ბორის ჯონსონი მსოფლიო პატრიარქს ინგლისში ელოდება და აღნიშნა: “მოუთმენლად ველით მისი ყოვლადუწმინდესობის წლევანდელ ვიზიტს, რომელიც თავისი აქ ყოფნით ჩვენს ქვეყანას დალოცავს“.

wenews.ge

Διαδώστε: