15 Μαΐου, 2026

ირაკლი კობახიძე – 17 მაისი იქნება განსაკუთრებული, წელს აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1 700 წლისთავს, წირვას აღავლენს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე

Διαδώστε:

17 მაისი იქნება განსაკუთრებული. წელს ჩვენ აღვნიშნავთ 1700 წლისთავს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლება მიიღებს მონაწილეობას ყველა შესაბამის ცერემონიაში.

„წირვას აღავლენს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე და, შესაბამისად, ეს წელი იქნება განსაკუთრებული ჩვენი ქვეყნისთვის. ბუნებრივია, ხელისუფლება მიიღებს მონაწილეობას ყველა შესაბამის ცერემონიაში“, – განაცხადა კობახიძე.

ცნობისთვის, 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა ქაშუეთის ტაძრიდან სამების ტაძრამდე გაიმართება. სამების ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს, რომელსაც სხვადასხვა ეკლესიის დელეგაციები დაესწრებიან.

1tv.ge

Διαδώστε: