13 Σεπτεμβρίου, 2022

ირაკლი ღარიბაშვილი – დღეს საღამოს ვესტუმრე ილია მეორეს, ვისაუბრეთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ბევრ საკითხზე

Διαδώστε:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს, პატრიარქთან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ბევრ საკითხზე ისაუბრა.

„დღეს საღამოს ვესტუმრე კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს. ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნისთვის ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. დღეგრძელობა ჩვენს პატრიარქს!“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქზე“.

1tv.ge

Διαδώστε: