07 Ιουλίου, 2022

იუნკერთა სტუმრობა საპატრიარქოში

Διαδώστε:

2022 წლის 5 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს ეწვივნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის იუნკრები.
ვიზიტის მიზანი იყო იუნკერთა ზოგადი ცოდნის გაღრმავება და სახელმწიფოებრივი ცნობადობის ამაღლება, ახალგაზრდებმა დაათვალიერეს საქართველოს საპატრიარქო და გაეცნენ მისი სხვადასხვა სტრუქტურის მუშაობის სპეციფიკას.
სტუმრებს უმასპინძლეს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ და ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა.
შეხვედრა გულთბილ ვითარებაში წარიმართა. სასულიერო პირები იუნკრებს ესაუბრნენ საპატრიარქოს, როგორც ინსტიტუციის, მოწყობის წესზე, სტრუქტურაზე, ყურადღება გამახვილდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სისტემასა და მუშაობის სპეციფიკაზე, მნიშვნელოვანი თუ ბუნდოვანი საკითხების შესახებ საზოგადოებისთვის მართებულად ინფორმაციის მიწოდების თაობაზე და სხვ.
შეხვედრის დასასრულს სამსახურის ხელმძღვანელობამ
მადლობა გადაუხადა იუნკრებს სტუმრობისთვის და შემდგომი დაინტერესების შემთხვევაში, დაიგეგმა მორიგი შეხვედრა.

 

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

Διαδώστε: