07 Νοεμβρίου, 2022

კვიპროსის ეკლესიის მოსაყდრედ ქიროტონიით უპირატესი პაფოს მიტროპოლიტი გიორგი დაინიშნა

Διαδώστε:

მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსის გარდაცვალების შემდეგ, მართლმადიდებელი ეკლესიის კანონმდებლობის თანახმად სამთავარეპისკოპოსო ტახტის მოსაყდრედ ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი, პაფოს მიტროპოლიტი გიორგი ახალი მთავარეპისკოპოსის არჩევასა და აღსაყდრებამდე დაიკავებს.

სახელმწიფო ტელევიზიით საუბრისას სამთავარეპისკოპოსო ტახტის მოსაყდრემ პაფოს მიტროპოლიტმა გიორგიმ მწუხარება გამოხატა მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების გამო და აღნიშნა: “ბოლოს გუშინ ვნახე დაახლოებით 4:30-ზე, მძიმედ სუნთქავდა, მიხვდა ვინ ვიყავი, რადგან ნიშანი მომცა და მერე წამოვედი, არ მეგონა თუ ასე სწრაფად დაგვტოვებდა“.

კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა ორშაბათს დილის 6:40-ზე 81 წლის ასაკში მკვდრეთით აღდგომის იმედით მიიძინა. მისი გარდაცვალების ამბავმა მთელ კვიპროსში მწუხარება გამოიწვია.

wenews.ge

Διαδώστε: