კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა ორშაბათს დილით 81 წლის ასაკში მკვდრეთით აღდგომის იმედით მიიძინა, მისი გარდაცვალების ამბავმა კი მთელ კვიპროსში მწუხარება გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, თუმცა, პრობლემების მიუხედავად, მისმა უნეტარესობამ ბოლომდე შეინარჩუნა მკაფიო სულისკვეთება და თავისი მოვალეობების შესრულებას აგრძელებდა.
მისი უნეტარესობა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სიმსივნის უკიდურეს ფორმასთან გამკლავებას ცდილობდა.
მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსის გარდაცვალების შემდეგ ტახტის მოსაყდრედ ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი პაფოს მიტროპოლიტი გიორგი ახალი მთავარეპისკოპოსის არჩევასა და აღსაყდრებამდე დაიკავებს.
