კრეტის მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი მწყემსმთავარი ყავს, მთავარეპისკოპოსი ევგენი რომელიც გუშინ 5 თებერვალს საზეიმოდ აღასაყდრეს.
ტრადიციისამებრ კრეტის მართლმადიდებელი (ნახევრად ავტონომიური) ეკლესიის ახალ მეთაურს მთავარეპისკოპოს ევგენის მეორე სამკერდე პანაღია მიტროპოლიტმა ირინეოსმა გადასცა. მიტროპოლიტი ირინეოსი 3 თვის განმავლობაში გახლდათ კრეტის მართლმადიდებელი ეკლესიის სამთავარეპისკოპოსო ტახტის მოსაყდრე.
