ლატვიის თვითმმართველი მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი კრების გადაწყვეტილებით ლატვიის ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოსგან გამოყოფის შესახებ კანონპროექტი განხილვისთვის ლატვიის სეიმს გადაეცა.
ლატვიის პრეზიდენტის ეგილს ლევიტსის ბრძანებით სეიმი უახლოეს მომავალში განიხილავს ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს. კანონპროექტის მიხედვით ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესია გახდება დამოუკიდებელი.
სავარაუდოდ ლატვიის ეკლესია ავტოკეფალიისა და შესაბამისი ტომოსის მისაღებად მსოფლიო საპატრიარქოს მიმართავს.
ამჟამად ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესია თვითმმართველი სტატუსით იმყოფება მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში და მისი მეთაურია მაღალყოვლადუსამღვდელოესი რიგისა და სრულიად ლატვიის მიტროპოლიტი ალექსანდრე.
