საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოზიციაზე გიორგი გახარიას დანიშვნას ეხმაურება.
“რატომ დანიშნეს და ეტყობა, პუტინმა სთხოვათ ან მოსთხოვა. … რასაც მაგი აშავებს, ამდენი ხანი რომ არის .. არ გიკვირთ? “, – განუცხადა მეუფე იაკობმა” ტვ პირველს “.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა დღეს გაიმართა. სხდომას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია გიორგი გახარიას დაეკისრა. ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 8-წევრიან სათათბირო ორგანოს წარმოადგენს.
— 1tv.ge
