24 Φεβρουαρίου, 2021

მილოცვა სერბეთის პატრიარქისადმი

Διαδώστε:

მის უწმიდესობას, სრულიად სერბეთის პატრიარქს, ბელგრად-კარლოვაცის მიტროპოლიტს და პეჩის მთავარეპისკოპოს პორფირეს
თქვენო უწმიდესობავ,
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ აღსაყდრებას სერბეთის ეკლესიის უძველეს ტახტზე, რომლის ზეციური მფარველიც დიდი მოძღვარი, წმინდა საბა სერბელია. მისი შუამდგომელობით გეწეოდეთ უფალი და შეგაძლებინოთ, ერთგულად ემსახუროთ ღმერთს და თქვენს ქვეყანას.
ჩვენი მხრიდანაც გლოცავთ, რათა ყოვლადწმინდა სამებამ წარმატებული ყოს თქვენზე დაკისრებული პატრიარქის მძიმე, მაგრამ ფრიად საპატიო ჯვრის მტვირთველობა.
ქრისტესმიერი სიყვარულით,
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

 

 

patriarchate.ge

Διαδώστε: