საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი და ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი) რუსეთის მხრიდან უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას ეხმაურება და საჯაროდ გმობს.
უცვლელად გთავაზობთ მეუფე საბას განცხადებას:
“მინდა გამოვეხმაურო და საჯაროდ დავგმო რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეჭრა უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოში!
მე როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს და ვგმობ უკრაინაში წამოწყებულ ომს, ომს რომელიც თითოეული ჩვენთაგანისთვის მხოლოდ და მხოლოდ ტკივილის და ცრემლის მომტანია!
ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია 21-ე საუკუნეში ცივილეზებულ სამყაროს უწევდეს იმ გამოწვევასთან გამკლავება და თანამედრივე რესურსის ხარჯვა, რაც ომს და მის შემდგომ კრიზისს ახლავს!
მე და ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი ღვთივდაცული ეპარქია, სამღვდელო და სამონაზვნო დასი აღვავლენთ ლოცვებს მრავალმოწყალე ღმერთის მიმართ, რათა შეწყდეს ომი და დამყარდეს მსოფლიოში მშვიდობა! ამინ
ჩრ. ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი)”.
