ამა წლის 12 აგვისტოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები დიდგორის ომიდან 904 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრნენ.
მიტროპოლიტმა შიომ ადგილზე შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და დავით მეფის ღვაწლსა და დიდგორის ომის დიდ სახელმწიფოებრივ და სულიერ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.
ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ აგრეთვე პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული და სხვა პირები.
