ამა წლის 6 სექტემბერს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა (ბულუხია) მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკთან (ხაჩიძე) ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ საირმეში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი აკურთხა, რომლის წინამძღვრად არქიმანდრიტი ეფრემი (ნუცუბიძე) დაადგინა.
