04 Νοεμβρίου, 2025

ᲛᲘᲢᲠᲝᲞᲝᲚᲘᲢᲛᲐ ᲨᲘᲝᲛ ᲤᲘᲜᲔᲗᲘᲡ ᲐᲕᲢᲝᲜᲝᲛᲘᲣᲠᲘ ᲔᲙᲚᲔᲡᲘᲘᲡ ᲛᲔᲗᲐᲣᲠᲡ ᲣᲛᲐᲡᲞᲘᲜᲫᲚᲐ

Διαδώστε:

ამა წლის 4 ნოემბერს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საპატრიარქოში ფინეთის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, ჰელსინკისა და სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსს, უნეტარეს ელიას (ვალგრენი) უმასპინძლა.

შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე და სხვა სასულიერო პირები.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. საუბარი შეეხო მართლმადიდებლობის როლს საქართველოსა და ფინეთში და გამოწვევებს თანამედროვე ეპოქაში.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

Διαδώστε: