ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, სოფიისა და სრულიად ბულგარეთის უნეტარესი პატრიარქი ნეოფიტე უკრაინაში რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს.
„მარხვის დაწყებამდე ჩვენ მოწმენი ვართ ორ მოძმე ხალხს შორის: რუსეთსა და უკრაინას შორის საომარი მოქმედებისა, რომლებმაც ქრისტეს მხსნელი რწმენა ნათლობის დღიდან მიიღეს.
სისხლისღვრა და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე მიუღებელია ყველასთვის, ვინც ეძებს მშვიდობას, ერთობას და სიყვარულს მსოფლიოში!
ქრისტემ თავის აღთქმად დაგვიტოვა: “მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მშვიდთბას ჩემსას გაძლევთ თქვენ: მაგრამ ისე კი არა, როგორც იძლევა ქვეყანა. ნუ შეკრთება თქვენი გული, ნურც შეშინდება” (იოანე 14, 27). უფალი გვეუბნება: მე ვტოვებთ მშვიდობას, გაძლევთ ჭეშმარიტ მშვიდობას. არ გაძლევთ ცრუ მშვიდობას, როგორც და აქვე გვიცხადებს: “ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან (მათ. 5, 9). ეს ყოველი ქრისტიანის ფუნდამენტური მოვალეობაა!
მოვუწოდებთ ყველას, ვისზეც ომია დამოკიდებული, შეაჩერონ სისხლისღვრა და ზურგი შეაქციონ წინააღმდეგობებს, პატივი სცენ ადამიანის სიცოცხლისა და თავისუფლების ძირითად უფლებას და დიპლომატიური გზით მიაღწიონ იმ სასურველ მშვიდობას, რომელიც მაცხოვარმა ქრისტემ გვიანდერძა!
მთელი გულით შევთხოვთ ყოვლისშემძლე ღმერთს და მშვიდობის მამას, შეწყვიტოს დაპირისპირება და სისხლისღვრა, რათა კვლავ სუფევდეს მშვიდობა და სიკეთე ხალხში!
ჩვენ შევთხოვთ უფალს დაიფაროს მისი მორწმუნეები, რომლებსაც სურთ და მიისწრაფვიან მშვიდობისა და შერიგებისკენ, გაათავისუფლოს სამყარო ბოროტების მაქინაციებისგან, რომელმაც ადამიანთა შორის განხეთქილებისა და განადგურების თესლი დათესა მსოფლიოში!
ღვთისმშობელმა დაიფაროს ყველა გაჭირვებული და მისცეს მათ მოთმინება.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა სულები!“
