23 Ιανουαρίου, 2023

მოსკოვის წმინდა ირინეს ტაძარში სერაფიმ საროველისა და მამა გაბრიელის უნიკალური ხატის მოლოცვაა შესაძლებელი

Διαδώστε:

რუსული საეკლესიო მედია იუწყება, რომ 19 იანვრიდან 20 თებერვლამდე მოსკოვის დიდმოწამე ირინას სახელობის ტაძარში წმინდა სერაფიმ საროველისა და მამა გაბრიელის (ურგებაძე) უნიკალური სასწაულმოქმედი ხატის „რუს და ქართველ მართლმადიდებელ ხალხთა მეგობრობა“ მოლოცვაა შესაძლებლი.

“აღნიშნული ხატი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა – იუწყება დიდმოწამე ირინას სახელობის ტაძრის ვებგვერდი.

“ხატის ტაძარში ყოფნის დღეებში მორწმუნეებს შეეძლებათ, სხვა უნიკალური სიწმინდეების თაყვანისცემაც: წმინდა მამა გაბრიელის (ურგებაძის) მანტიის ნაჭრის, მისი ქუდის, წმინდანის სამარხის დაფის ნაჭრის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის ასლისა და წმინდა თამარის (მარჯანიშვილის) განსასვენებლის ნაწილის. ტაძრის მისამართი: მოსკოვი, ფ.ენგელსის ქუჩა” – წერია ინფორმაციაში.

dogma.ge

Διαδώστε: