31 Ιανουαρίου, 2022

მსოფლიო პატრიარქმა ნინოობა ქართველებთან ერთად იზეიმა [ფოტო]

Διαδώστε:

2022 წლის 27 იანვარს, წმინდა ნინოს ხსენების დღეს, ყოვლადუწმიდესი მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, კონსტანტინეპოლის (სტამბოლი) ედირნეკაპის წმინდა გიორგის ეკლესიას ესტუმრა, სადაც გადახდილ იქნა წმიდა ნინოს სავედრებელი პარაკლისი ქართულ ენაზე, რომელსაც მრევლის გარდა დაესწრო რომის კათოლიკე ეკლესიის სამოციქულო ვიკარი სტამბოლში ეპისკოპოსი მაქსიმილიანე, პრუსის მიტროპოლიტი იოაკიმე, სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული ინგა კიკვაძე, და სხვები.

პარაკლისის დასასრულს, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა, მრევლთან ერთად საზეიმო ვახშამი გამართა.

Διαδώστε: