14 Φεβρουαρίου, 2022

მსოფლიო პატრიარქმა პენტარქიის კრება მოიწვია

Διαδώστε:

მას შემდეგ, რაც რუსეთის ეკლესია ალექსანდრიის საპატრიარქოს კანონიკურ იურისდიქციაში შეიჭრა და იქ ეპარქია დააარსა, ალექსანდრიის საპატრიარქომ რუსეთის ეკლესიას მსოფლიო საპატრიარქოში უჩივლა.

მსოფლიო პატრიარქმა პენტარქიის კრება მოიწვია, რომელსაც ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმისა და კვიპროსის ეკლესიათა მეთაურები დაესწრებიან. ეს უმაღლესი საეკლესიო სასამართლო რუსეთის ეკლესიის ანტიკანონიკურ ქმედებებს განსჯის.

სავარაუდო სასჯელები, რომლებსაც პენტარქიის კრება რუსეთის ეკლესიას დაადებს, იქნება განკვეთა ან ავტოკეფალიის ჩამორთმევა.

wenews.ge

Διαδώστε: