12 Μαρτίου, 2025

მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომა

Διαδώστε:

10 და 11 მარტს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს თავმჯდომარეობით.

დღის წესრიგით განსახილველ სხვა საკითხებთან ერთად, სირიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის გაცნობისა და მსჯელობის შემდეგ, გადაწყდა, რომ ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანეს გაეგზავნოს თანადგომის წერილი. წმინდა სინოდმა ასევე სავედრებელი აღავლინა სირიაში მშვიდობის დამყარებისა და მის მცხოვრებთა შორის ერთიანობისა და ჰარმონიული თანაცხოვრებისათვის.

sazu.ge

Διαδώστε: