საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარეობს პედაგოგების გადამზადების მეორე ეტაპი, რომლის ფარგლებშიც სასულიერო და საერო პირებს ლექცია-სემინარები უტარდებათ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დღეს, 2023 წლის 18 სექტემბერს, საპატრიარქოში მეორე შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც გაიმართა სემინარი სახელწოდებით: “ღირებულებითი განათლება“, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების მხარდამჭერი პროგრამის კონსულტანტი, მანანა ჯინჭარაძე უძღვებოდა.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
