17 Δεκεμβρίου, 2018

პატრიარქი რომის პაპს დაბადების დღეს ულოცავს

Διαδώστε:

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე რომის პაპს დაბადების დღეს ულოცავს. მისალოც წერილს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

“თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს. ჩვენ ყოველთვის სიყვარულით ვიხსენებთ თქვენს ვიზიტს საქართველოში და მიგვაჩნია, რომ მეტად მნიშვნელოვანია თქვენი მოღვაწეობა და ის წვლილი, რომელიც შეგაქვთ ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების დაცვისა და განმტკიცების საქმეში. გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს და მრავალჟამიერ ნაყოფიერ მოღვაწეობას. ვლოცულობთ თქვენთვის”, – აღნიშნულია კათოლიკოს-პატრიარქის მისალოც წერილში.

Διαδώστε: