10 Σεπτεμβρίου, 2026

პატრიარქი წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს წირვას სამების საპატრიარქო ტაძარში აღავლენს

Διαδώστε:

ამა წლის 11 სექტემბერს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

sazu.ge

Διαδώστε: