04 Φεβρουαρίου, 2022

პატრიარქ ილიას მისალოც წერილში პატრიარქ კირილესადმი ნახსენები არაა საეკლესიო ოკუპაცია

Διαδώστε:

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ ინტრონიზაციის მე-13 წელი აღნიშნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პატრიარქ კირილეს მისალოცი წერილები თექვსმეტი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიიდან მეთაურთაგან მხოლოდ ექვსმა გაუგზავნა, რომელთა შორის, რა თქმა უნდა არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.

მოსკოვის საპატრიარქოში შევიდა რუსეთის სახელმწიფოსა და ეკლესიის მიერ ოკუპირებული საქართველოს მამამთავრის ილია მეორის ოფიციალური მისალოცი წერილი რუსეთის პატრიარქ კირილესადმი, სადაც არცერთი სიტყვა არ არის ნახსენები საეკლესიო ოკუპაციაზე, რომელსაც მოსკოვის საპატრიარქო მრავალი წელია ეწევა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ 2022 წლის იანვარში, შობისა და ნათლისღების დღესასწაულებზე, რუსეთის ეკლესიის მღვდლებმა თვითნებურად აღავლინეს საღმრთო ლიტურგიები სოხუმსა და ცხინვალში, რომლებიც მოსკოვის საპატრიარქოს ფაქტობრივად დიდი ხანია ოკუპირებული აქვს.

“მსოფლიო საეკლესიო სიახლენი” არ უერთდება ოკუპანტი ქვეყნის პატრიარქისადმი გაგზავნილ მილოცვას საქართველოდან.

wenews.ge

Διαδώστε: