ამა წლის 20 ოქტომბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და შალვა ამონაშვილის აკადემიას შორის თანამშრომლობის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, მომავლის ქალაქ „მზიანეთში“, გაიმართა ,,ღირებულებითი განათლების” კლუბების ხელმძღვანელი სასულიერო პირების ახალი ნაკადის მესამე ყოველწლიური შეხვედრა, რომელიც ითვალისწინებს სემინარებს, არაფორმალურ გარემოში სხვადასხვა სკოლასა და მოსწავლეების განათლებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას.
გარდა ამისა, ბატონმა შალვა ამონაშვილმა შეხვედრის მონაწილე სასულიერო პირებს გაუზიარა მეტად საინტერესო პედაგოგიური გამოცდილება, მიდგომები და პრინციპები, გააცნო აკადემიის ისტორია, საქმიანობა და მიმდინარე პროექტები.
ნაყოფიერი სემინარი მეტად მეგობრულ ვითარებაში წარიმართა.
