საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და მღვდელ იაკობ მუჯირის ორგანიზებით, განხორციელდა კიდევ ერთი პროექტი, სახელწოდებით – ,,ერთი დღე მუზეუმში”.
პროექტი ითვალისწინებდა ბავშვებისთვის სხვადასხვა მუზეუმის სივრცეში დაცული ხელოვნების ნიმუშებისა და ექსპონატების გაცნობას.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 2023 წლის 23-25 ივნისს, ბავშვები ეწვივნენ სახვითი ხელოვნების მუზეუმს, სადაც ხელოვნებათმცოდნის მეგზურობით შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ ქართველ მხატვართა და მოქანდაკეთა შემოქმედებას.
პროექტის ფარგლებში ორმოცდაათმა ბავშვმა და მოზარდმა მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
