რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვ. პუტინი რუსეთის პატრიარქ კირილეს შეხვდა, აღსაყდრების დღე მიულოცა და ყვავილების თაიგული გადასცა.
პუტინმა თავის მხრივ განაცხადა: “თქვენი აღსაყდრების დღე არის დღე, რომელსაც მთელი მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს. ეს განსაკუთრებული მოვლენაა არა მხოლოდ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში, არამედ მთელი ქვეყნისათვის, რადგან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის როლი საზოგადოების ცხოვრებაში იზრდება და ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. ყველაფერი, რასაც აკეთებთ რუსეთში, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და ჰარმონიის გასაძლიერებლად, ყველაფერი, რასაც აკეთებთ საზოგადოებაში სოციალური კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“.
რუსეთის პატრიარქმა რუსეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და განაცხადა: “ყოველთვის არ ვასრულებ ამ მოვალეობას სრული წარმატებით, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ დღეს რუსეთის ეკლესია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანის ცხოვრება პირველ რიგში სულიერად მართლაც უკეთესი გახდეს“.
