საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, აგრეთვე კულტურის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს” მხარდაჭერით, ქალაქ რუსთავის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან არსებულმა დედებისა და შვილების გუნდმა „ორძალი” სოლო კონცერტები გამართა ლეჩხუმის სოფლებში: ბარდნალაში, ორბელსა და ქულბაქში.
პროგრამაში წარმოდგენილი იყო ხალხური სიმღერები და საეკლესიო საგალობლები.
