24 Μαΐου, 2022

რუსთავში პატრიარქის ნათლულების გუნდის კონცერტი ჩატარდა

Διαδώστε:

ა.წ. 23 მაისს რუსთავის დრამატულ თეატრში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულების გუნდის კონცერტი ჩატარდა.

ღონისძიებაზე შესრულდა საგალობლები, ქალაქური და ხალხური სიმღერები, ასევე მისი უწმინდესობის დაწერილი ,,წმინდაო ღმერთო“ და ,,კირიელეისონ“.

აღსანიშნავია, რომ პატრიარქის ნათლულების გუნდი 2017 წელს ქ-ნ მაია მიქაბერიძის დიდი ძალისხმევით და უანგარო შრომით შეიქმნა. დღეისთვის გუნდში 120 მოზარდია გაწევრიანებული.

ბავშვების დიდი სურვილისა და დაინტერესების გამო ქ-ნ მაიას ხელმძღვანელობით პატრიარქის ნათლულების გუნდები რეგიონებშიც შეიქმნება.

patriarchate.ge

Διαδώστε: