საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია 26 ოქტომბერს ქრისტეს წმიდა დიდმოწამე დიმიტრის ხსენებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, პარასკევს, 24 ოქტომბრის საღამოს, თესალონიკში, წმინდა დიმიტრის სახელობის ტაძარში საგალობელთა (ენკომიების) ღვთისმსახურება აღესრულა, რომელსაც თესალონიკის მიტროპოლიტი ფილოთეოსი უძღვებოდა.
ტიპიკონის თანახმად, ცისკარზე „აქებდითის“ წინ საგალობლები აღევლინა წმიდა დიდმოწამე დიმიტრის მიმართ, რის შემდეგაც ტაძრის შიგნით წმინდანის მადლმოსილი წმიდა ნაწილების ლუსკუმით ლიტანიობა ჩატარდა, განტევების წინ კი მიტროპოლიტმა თავის ქადაგებაში ქრისტეს მიმართ წმინდა დიმიტრის დიდ სიყვარულზე ისაუბრა. იგი არ შეუშინდა იმ საშინელ წამებას, რომელიც ჯალათებისგან განიცადა, რათა ქრისტესადმი რწმენა დაემოწმებინა.
დღეს კი, 26 ოქტომბერს წმინდა დიდმოწამე დიმიტრის ხსენება მთელი საბერძნეთის მასშტაბით სადღესასწაულოდ აღესრულება.
