საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა პრეზიდენტის თანამდებობაზე თავისი პარტიის, „ახალი დემოკრატების“ წარმომადგენელი, პარლამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე ტასულასი წარადგინა.
საბერძნეთის კონსტიტუცია ითვალისწინებს პროცედურას, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის ასარჩევად პარლამენტში შესაძლებელია გაიმართოს ხუთი ტური. პირველი ორი კენჭისყრისთვის საჭიროა 200 დეპუტატის ხმა, მესამე კენჭისყრისთვის – 180, მეოთხე კენჭისყრას კი 151 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, ხოლო პრეზიდენტი კვლავ თუ ვერ იქნება არჩეული, მეხუთე კენჭისყრაზე მას ფარდობითი უმრავლესობით აირჩევენ.
მოქმედ პრეზიდენტის, კატერინა საკელაროპულუს ხუთწლიანი ვადა მარტში იწურება და ახალი პრეზიდენტის ასარჩევად პარლამენტში კენჭისყრა თებერვლის შუა რიცხვებამდე უნდა ჩატარდეს.
