18 Ιουλίου, 2019

საბერძნეთში მღვდელმსახურები საჯარო მოხელის სტატუსს შეინარჩუნებენ

Διαδώστε:

საბერძნეთის ახალი კონსერვატიული მთავრობა მღვდელმსახურებს საჯარო მოხელის სტატუსებს აღარ ჩამოართმევს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

საბერძნეთში მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურები საჯარო მოხელეებად ითვლებიან. მათ შრომით ანაზღაურებას, რომელიც წელიწადში დაახლოებით 200 მილიონ ევროს აღწევს, სახელმწიფო ბიუჯეტი იხდის.

გასული წლის ოქტომბერში ალექსის ციპრასის მთავრობამ ეკლესიასთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის თანახმადაც 10 ათასი მღვდელმსახური საჯარო მოხელის სტატუსს დაკარგავდა, ამის სანაცვლოდ კი სპეციალური საეკლესიო ფონდი ყოველწლიურ სუბსიდიას მიიღებდა. მღვდელმსახურებში ამ ინიციატივამ უკმაყოფილება გამოიწვია.

7 ივლისს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე კონსერვატიულმა პარტიამ „ახალმა დემოკრატიამ“ გაიმარჯვა. პრემიერმინისტრის კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ წინამორბედების მიერ დაგეგმილ ცვლილებებს არ განახორციელებს.

საბერძნეთის კონსტიტუციის თანახმად, 1975 წლიდან მართლმადიდებლობა ქვეყნის ოფიციალურ რელიგიად არის გამოცხადებული.

imedinews.ge

Διαδώστε: