2024 წლის 7 იანვარს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა ჩაატარა ხარაგაულის მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, წირვის დასასრულს შესრულდა საზეიმო ლიტანიობა ტაძრის გარშემო, შემდეგ კი მეუფემ ქადაგებით მიმართა ტაძარში შეკრებილ მრევლს. ასევე მსახურებაზე ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის საშობაო ეპისტოლე იქნა წაკითხული.
მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa
