25 Σεπτεμβρίου, 2025

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტი

Διαδώστε:

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება ერთობლივი პროექტი, სამინისტროში კაპელანთა ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით.

პროექტის ფარგლებში, ამა წლის 23 სექტემბერს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) საბრძოლო მომზადების ცენტრში პირველი სალექციო შეხვედრა ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავს ჯარისკაცებში პატრიოტული სულისკვეთებისა და ქრისტიანული თუ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გაღრმავებას.

შეხვედრაზე მოხსენებით წარდგნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლექტორი გიორგი მეტრეველი.

საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”


sazu.ge

Διαδώστε: